ოპოზიცია პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას არ აპირებს და ქვეყანაში ხელახალი არჩევნების მოთხოვნით ბრძოლას განაგრძობს. ოპოზიციური კოალიციური ძალები ცოტა ხნის წინ პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ოფისში კვლავ შეიკრიბნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ კოალიცია ცვლილებისთვის, ერთობა ნაციონალური მოძრაობისა“ და ძლიერი საქართველოს“ ლიდერები. დისკუსიის საგანი კვლავ 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო უბენბზე დაფიქსირებული დარღვევების საერთაშორისო გამოძიებაა.