საქართველოს ევროინტეგრაცია და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - საკითხებზე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია მოვისმინეთ. მიხაილ როთიმ პალიტრანიუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში არაერთ საკითხზე, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას გამოკვეთილი დარღვევების გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა. გერმანელი დიპლომატი არ გამორიცხავს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროპულმა გაერთიანებამ გამოიყენოს როგორც ინსტრუმენტი, ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული პოლიტიკის შესაჩერებლად. როგორ ეხმაურებიან პალიტრანიუსის ექსკლუზიური ინერვიუს დროს გაჟღერებულ მიხაელ როთის გზავნილებს საქართველოში?