არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე საქართველოს პროკურატურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოკითხვაზე დაბარებას განაგრძობს. საგამოძიებო უწყებამ ამჯერად “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი თენგო თევზაძე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი საბა ბუაძე დაიბარა. სამივე მათგანმა პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა. თენგო თევზაძე და საბა ბუაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას დათანხმდნენ. საბა ბუაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების გაყალბების მცდელობის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მიიტანა. მმართლმსაჯულების ორგანოში მოწმის სტატუსით მისული ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე უკვე დაიკითხნენ ნათია მეზვირშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და სადამკვირვებლო მისია ჩემი ხმის წარმომადგენელი ლონდა თოლორაია.