საინტერესო სტატისტიკა მოიპოვა ბიზნესპრესნიუსმა, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოში 1 039 სათამაშო ბიზნესია რეგისტრირებული, საიდანაც 88% ადგილობრივი კერძო საკუთრებაა. უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული 1 039 სათამაშო ბიზნესიდან, 916 ადგილობრივი საკუთრებაა, 92 - კერძო უცხოური საკუთრება, 1 - სახელმწიფოს საკუთრება, 1 - შერეული, სახელმწიფოს უპირატესობით, 13 - შერეული, ადგილობრივის უპირატესობით, 14 - შერეული უცხოეთის უპირატესობით. რაც შეეხება ქვეყნებს, რომელთა წარმომადგენლებსაც საქართველოში ყველაზე მეტი აზარტული ბიზნესი აქვთ, ხუთეული ასეთია: თურქეთი - 26 ბიზნეს სუბიექტი; რუსეთი - 23 ბიზნეს სუბიექტი; ისრაელი - 8 ბიზნეს სუბიექტი; კვიპროსი - 6 ბიზნეს სუბიექტი და სომხეთი - 6 ბიზნეს სუბიექტი. საქართველოში აზარტული საქმიანობით დაკავებული 100 ბიზნეს სუბიექტის წარმომავლობა, საერთოდ უცნობია. ცნობისთვის, 2022 წელს საქართველოში 1 037 აზარტული ბიზნეს იყო რეგისტრირებული, 2023 წელს - 1 043.