ბულგარეთი საქართველოსთვის საწვავის მეორე მომწოდებელი გახდა.
ბულგარეთიდან საწვავის იმპორტი 480%-ით გაიზარდა, შედეგად, ქვეყანამ მთავარ იმპორტიორებს შორის, მეხუთე ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს საქართველომ ბულგარეთიდან 135 886 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი სულ 23 409 ტონა. ამავე მონაცემების მიხედვით, წელს საქართველომ ჯამში 1 173 150 ტონა საწვავი შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 1 023 027 ტონა. სტატისტიკის თანახმად, წელს საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი საწვავი შემოვიდა რუსეთიდან, რომელზეც მთლიანი იმპორტის 45% მოდის, შემდეგია ბულგარეთი 12% და რუმინეთ 11%-ით.