სურსათის მსოფლიო ფასებმა 18-თვიან პიკს მიაღწია, ხოლო ძირითადი პროდუქტებიდან ყველაზე მეტად მცენარეული ზეთი გაძვირდა.
ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებში წერია, რასაც Reuters ავრცელებს. კერძოდ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფასთა გლობალური ინდექსი ოქტომბერში 127.4-მდე გაიზარდა, რაც სექტემბრის მაჩვენებელზე 2%-ით მეტია. წლიური თვალსაზრისით ინდექსი 5,5%-ით გაიზარდა და 2023 წლის აპრილიდან მოყოლებული უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია. თუმცა ის ჯერ კიდევ 20,5%-ით ჩამორჩება 2022 წლის მარტის რეკორდს, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაფიქსირდა.
ფასები, ხორცის გარდა, ყველა კატეგორიაში გაიზარდა, ხოლო მცენარეული ზეთი ყველაზე მეტად, ანუ თვიდან თვემდე 7%-ით გაძვირდა, რაც, FAO-ს მონაცემებით, პალმის ზეთის წარმოების შემცირებამ გამოიწვია.