ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა, რომლებიც რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან. მომიტინგეებმა სოხუმის სამივე ხიდი გადაკეტეს. საუბარია ქვემო და ზემო გუმისთასა და კოდორის ხიდებზე. დღეს დილით ე.წ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს დაკავებულების საათნახევარში გათავისუფლებას დაჰპირდნენ, თუმცა ისინი არ გაუთავისუფლებიათ.