აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უმრავლესობა მოიპოვა. უცხოური გამოცემის ინფორმაციით, „რესპუბლიკელებმა“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობისთვის საჭირო 218-ე ადგილი მოიპოვეს და ამრიგად, „რესპუბლიკური პარტია“ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის კონტროლს შეინარჩუნებს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ადგილების საბოლოო გადანაწილება ჯერჯერობით უცნობია, რადგან კალიფორნიის შტატის რამდენიმე ოლქში ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ სენატზე კონტროლი გასულ ოთხშაბათს მოიპოვა.