უკრაინაში ომი გრძელდება. კრივი-რიჰში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურებული შენობის ნანგრევებიდან სამი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსების მსხვერპლი მთელი ოჯახი - დედა და სამი შვილი გახდა. რუსებმა 11 ნომებერს კრივი-რიჰში ხუთსართულიან შენობას ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა დაზიანებული შენობის ნანგრევებიდან ქალის ცხედარი ამოასვენეს.