აფხაზური ტელეგრამ-არხები ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. 5 პოლიტიკოსი გუდაუთიდან, საზოგადოებრივი შეკრებიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს. გამოცემა „რესპუბლიკა“ იუწყება, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ დაკავებულების ნათესავები, საზოგადოების და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგებლები შეიკრიბნენ. დაკავების მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. თვითაღიარებული რესპუბლიკის ოფიციალურ სტრუქტურებს საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.