შესაძლოა თუ არა საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პრეცენდენტი ვიხილოთ? ქართული ოცნების ლიდერები ამ წინასაარჩევნო დაპირების შესრულებისთვის ემზადებიან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების გარეშე გააუქმონ. მთავრობის მეთაურის განმატებით, საკონსტიტუციო სარჩელის შესატანად დეპუტატების მცირე რაოდენობაც საკმარისია. მმართველი პარტიის გეგმა პოლიტოლოგების შეშფოთების საგანია. ცარო კირვალიძე განაგრძობს თემაზე საუბარს.