ქართული ოპოზიცია და ევროკავშირის 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ - ხელისუფლების ოპონენტები ქვეყნის გარეთ და შიგნით საქართველოში ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნის გარშემო ერთიანდებიან. გუშინდელ აქციაზე ევროპელმა ლიდერებმა ქართველი ხალხის ევროპულ ინტერესებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. მათ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მოუწოდეს იბრძოლონ ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის. ოპოზიციური პარტიები მმართველ გუნდთან დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და ქართულ ოცნებასთან შეთანხმების ერთადერთ გზას - ახალი არჩევნების დანიშვნას განიხილავენ.