ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროპულმა გაერთიანებამ შესაძლოა გამოიყენოს როგორც ინსტრუმენტი, ქართულ ოცნებას გაუგზავნოს მკაფიო გზავნილი - ანტიდემოკრატიული პოლიტიკა შეწყვიტოს - საქართველოს თაობაზე ევროკავშირის განწყობების შესახებ პალიტრანიუსმა ექსპლუზიური ინტერვიუ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეთან ჩაწერა. მიხაილ როთის თქმით, თუკი საქართველოს სურს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს ქვეყანამ გარკვეული წესები უნდა დაიცვას. საქართველოს ხელისუფლებამ კი ნდობის აღსადგენად და ეჭვების გასაფანტად არჩევნებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატაროს. როგორც მიხაილ როთის ინტერვიუდან ჩანს ამ ეტაპზე ევროკავშირი გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების დაწყების შანსს საქართველოსთან ვერ ხედავს.