სოფელ ალგეთში, 2 წლის ბავშვი აგურის დაცემის შედეგად გარდაიცვალა - Palitra News

სოფელ ალგეთში, 2 წლის ბავშვი აგურის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

2024-11-12 11:57:48+04:00

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, 2 წლის ბავშვს, სავარაუდოდ, აგური დაეცა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა არასრულწლოვანის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.