აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც ახალი ადმინისტრაციის შექმნაზე მუშაობს, რამდენიმე არჩევანი უკვე გააკეთა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამასთან, ტრამპმა „რესპუბლიკელი“ დეპუტატი ელის სტეფანიკი გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობისთვის შეარჩია.
დონალდ ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი საარჩევნო კამპანიის მენეჯერი, სუზი უილსი, თეთრი სახლის აპარატის უფროსი გახდება.