აფხაზური ტელეგრამ-არხები ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. 5 პოლიტიკოსი გუდაუთიდან, საზოგადოებრივი შეკრებიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს. გამოცემა „რესპუბლიკა“ იუწყება, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ დაკავებულების ნათესავები, საზოგადოების და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგებლები შეიკრიბნენ. დაკავების მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. თვითაღიარებული რესპუბლიკის ოფიციალურ სტრუქტურებს საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ოპოზიცია 15 ნოემბერს საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს. ამ დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას გეგმავს.