საქართველოში ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციის ვიზიტი ოპოზიციური პარტიების წევრებმა და ექსპერტებმა შეაფასეს. მათი თქმით, ევროპელი ლიდერებისგან მკაფიო და მრავლისმთქმელი გზავნილები მიიღეს. ხელისულფლების ოპონენტების შეფასებით, ევროპელი პოლიტიკოსები ქართველ ხალხს ევროპული საზოგადოების ნაწილად მიიჩნევს. ისინი ქართული ოცნების მხრიდან გულგრილი დახვედრასა და შეხვედრაზე უარს მმართველი პარტიის მხრიდან დაშვებულ დიდ შეცდომას უწოდებენ.