შეძლებს თუ არა “ქართული ოცნება” ოპოზიციური პარტიების გაუქმებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების გარეშე? - პრემიერ- მინისტრი არაფერს გამორიცხავს და განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სარჩელის შესატანად დეპუტატების მცირე რაოდენობაც საკმარისია. მთავრობის მეთაური ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობის შენარჩუნების ერთ-ერთ გარანტად სწორედ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ასახელებს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ქართულმა ოცნების მიერ ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოიყვანა ქვეყანაში დემოკრატიის დასასრულის ტოლფასი იქნება.