ოპოზიცია კვლავ მასშტაბური შეკრებებისთვის ემზადება. პოლიტიკური ძალები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ, აცხადებენ რომ უახლოეს კვირებში რამდენიმე ხალხმრავალი აქცია გაიმართება. ხელისუფლების ოპონენტები დემონსტაციას მათ შორის ცესკოს მიერ საბოლოო ოქმის შეჯამებისა და პარლამენტის პირველი შეკრების დროსაც გეგმავს. ოპოზიცური პარტიები დარწმუნებულები არიან რომ მათი ერთობისა და მუდმივი პროტესტის ფონზე ხელისუფლებას ვადამდელი არჩევების დანიშვნა მოუწევს.