ევროპელი დიპლომატები ქართველ ოპოზიციონერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, თუმცა პირველი, ვინც დასავლელ პარტნიორებს უმასპინძლა, სალომე ზურაბიშვილი იყო. საპარლამენტო არჩევნების გამოძიება და ქვეყნის დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნება - სწორედ ესაა ის მთავარი საკითხები, რაზეც დღეს მხარეებმა ისაუბრეს.