საფრანგეთში ფერმერების, პილოტებისა და რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვა იგეგმება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყანაში მომდევნო კვირის განმავლობაში რამდენიმე მასშტაბური გაფიცვა გაიმართება. საპროტესტო აქციები პილოტების გაფიცვით, 14 ნოემბრიდან დაიწყება. მეორე დღეს, 15 ნოემბერს მასშტაბურ აქციებს ფერმერებიც გეგმავენ. პროტესტის მიზეზი ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მერკოსურის ბლოკს შორის სავაჭრო ხელშეკრულების შესაძლო შედეგებია. ფერმერები ამბობენ, რომ ხელშეკრულება მათ ბიზნესებს დააზარალებს. 21 ნოემბერს გაფიცვას საფრანგეთის სარკინიგზო კომპანიის თანამშრომლები გეგმავენ.