ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას რუსული ტერორისგან დასაცავად იარაღი და მხარდაჭერა სჭირდება. მისივე თქმით, რუსეთის მიზანი მხოლოდ ომის გაგრძელებაა და კრემლის ყოველი დარტყმა დიპლომატიის შესახებ მოსკოვის ნებისმიერ განცხადებას უარყოფს. ამავდროულად, რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმებისას, კიევში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი იმყოფებოდა. მან კიევში საჰაერო განგაშის დროს, თავი თავშესაფარს შეაფარა.