კრემლმა აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. კრემლის ოფიციალური განცხადებით, პუტინი ტრამპთან საუბარს ჯერჯერობით არ გეგმავს. კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა ჯერ არ არსებობს. აქამდე, Washington Post-მა უცნობ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა და ტრამპმა პუტინს მოუწოდა, რომ უკრაინაში ომის წარმოაება შეაჩეროს. მსგავსი შინაარსის ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო Reuters-მაც გაავრცელა.