მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების სამინისტროს ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის, „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულების, ასევე, ახალგაზრდა და ღვაწლმოსილ მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. განათლების მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ დამსწრე პირებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცა. მან ქვეყნის განვითარების კუთხით მეცნიერების სფეროს ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.