ცესკო-მ საია-ს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა” და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები არ დააკმაყოფილა - Palitra News

ცესკო-მ საია-ს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა” და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები არ დააკმაყოფილა

2024-11-11 20:16:33+04:00

ცესკო-მ საია-ს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა” და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიები 73-ვე საარჩევნო ოლქის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისია აღნიშნულ საჩევრებს უსაფუძვლოს უწოდებს, თუმცა ამის საპასუხოდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.