ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეთა მიზანია, ევროპელ პოლიტიკოსებს დაანახონ, რომ საქართველოს საზოგადოება 26-ს ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.