აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ჩეხეთის ელჩს, პეტრ კუბერნატს შეხვდა. შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებსა და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებით შექმნილ გამოწვევებზე ისაუბრეს. მხარეები ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.