უნგრეთის შემდეგ, ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანს სტუმრობს. მთავრობის მეთაური ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციას ესწრება. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს უკვე შეხვდა. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე პანელურ დისკუსიებზეც სიტყვით გამოვა. რაზე გაამახვილეს ყურადღება კობახიძემ და ალიევმა და რაზე ისაუბრებს საქართველოს პრემიერი ბაქოში დაგეგმილ კონფერენციაზე.