ცესკოს კომისიამ საიას, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა” და „ძლიერი საქართველოს საჩივრები არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიები 73-ვე საარჩევნო ოლქის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. ცესკო საჩევრებს უსაფუძვლოს უწოდებს. ოპოზიცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. აპირებს თუ არა საია გადაწყვეტილების გასაჩივრებას?