26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეორე საერთაშორისო ვიზიტი. უნგრეთის შემდგომ ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანს სტუმრობს. მთავრობის მეთაური ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციას ესწრება. სამდღიან შეხვედრას გაეროს გენერალური მდივანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი მასპინძლობენ. ოფიციალური ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე პირისპირ შეხვედრას გამართავს ილჰამ ალიევთან. დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა სამიტზე, ასევე, პანელურ დისკუსიებზე. ცნობილია თუ არა რა გზავნილებით ჩავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამჯერად ბაქოში?