თბილისის ქუჩებში არჩევნების არალეგიტიმურად აღიარების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება. ორბელიანების სასახლის შემდგომ დემონსტრაციის მონაწილეებმა სასტუმრო „რუმსთან“ გადაინაცვლეს, სადაც ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია ხელისუფლების ოპონენტებთან შეხვდრას მართავს. აქციის მონაწილეების მიზანია, ევროპელ პოლიტიკოსებს დაანახონ, რომ ქართული საზოგადოება 26-ს ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. პარალელურად, დღეს მორიგი აქცია დაანონსდა რუსთაველის გამზირზე. ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის შენობასთან 19:00 საათზე შეიკრიბებიან.