გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. უწყების მინისტრმა ოთარ შამუგიამ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანაში, საცავის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში განხორციელდა დაბინძურებული ტერიტორიების შეღობვის სამუშაოები, ასევე დასრულდა 350 მეტრის წყალგამტარი არხისა და სალექარის მშენებლობის სამუშაოები. 2025 წელს, დაგეგმილია პროექტის მესამე ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები - დარიშხანის შემცველი ნარჩენების შეგროვება და სარკოფაგში განთავსება.