ორბელიანების სასახლესთან პრესკონფერენციის დასრულების შემდგომ შეხვედრაზე მყოფი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეხვდნენ. ადგილზე იმყოფებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. აქციის ორგანიზატორების თქმით, დემონსტრაციის მიზანია ევროპელ ლიდერებს დაანახონ, რომ მოსახლეობა 26-ს ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. სალომე ჯაფარიეს ვრთავთ აქციიდან.