ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია საქართველოშია. ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ. მხარეებმა პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებსაც უპასუხეს. როგორც აღინიშნა, საქართველოს ხელისუფლების ოპონენტები საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზებს ეძებენ. ახალი არჩევნების დანიშვნა და ლეგიტიმური პარლამენტის ჩამოყალიბება - ამ მიზნის გარშემო ქართველი და უცხოელი პოლიტიკური აქტორები ქართული ოცნების წინააღმდეგ ერთიანდებიან. მმართველი პარტიის მისამართით კრიტიკით გამორჩეული რვა ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ქართულმა ოცნებამ უარი განაცხადა.