გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მზად არის, მთავრობის ნდობის შესახებ კენჭისყრა პარლამენტში შობამდე დანიშნოს. გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, შოლცმა თავდაპირველად კენჭისყრა 15 იანვარს დანიშნა, მაგრამ მზარდმა ზეწოლამ აიძულა, თარიღი შეეცვალა. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას სურს, რომ თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი იყოს, რომელიც ვადამდელ არჩევნებზე სოციალ-დემოკრატების კანცლერობის კანდიდატია. გამოკითხულთა 57 პროცენტი მხარს ბორის პისტორიუსის კანდიდატურას უჭერს, 13 პროცენტი კი ოლაფ შოლცის მომხრეა.