უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ცნობები, თითქოს კიევს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ, წინასწარ აცნობეს სიმართლეს არ შეესაბამება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გეორგი ტიხიმ „როიტერთან“ კომენტირებისას განაცხადა, რომ უკრაინას სატელეფონო ზარის შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონია, რის გამოც არ შეეძლო, საუბრისათვის მხარი დაეჭირა ან რამე საწინააღმდეგო ეთქვა. „ვაშინგტონ პოსტი“ სტატიაში, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტრამპმა და პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრეს.