რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მასირებული თავდასხმის მოგერიება შეძლეს. როგორც რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, განადგურდა 96 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათი უმეტესობა კი მოსკოვის რეგიონში გაანეიტრალეს. თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ მოსკოვის დროით დილის 7-ი საათიდან 10:00 საათამდე რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 70 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდში, ერთი კი – კურსკის ოლქში ჩამოაგდეს.