მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულების, ასევე, ახალგაზრდა და ღვაწლმოსილ მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების დამსწრე პირებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა.. ალექსანდრე წულაძემ ქვეყნის განვითარების კუთხით მეცნიერების სფეროს ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.