ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები საქართველოში არიან - ისინი რამდენიმე საათში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდებიან. გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენციაც. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ჩანიშნულია ოპოზიციური პერტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთანაც. გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის ინფორმაციით, თბილისში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები სტუმრობენ.