პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებს გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება. კონფერენციის მონაწილეებს გაეროს გენერალური მდივანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი უმასპინძლებენ. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა სამიტსა და პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება. გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე განსახილველ საკითხთა შორისაა, კლიმატის გავლენის შეფასება როგორც ჰუმანიტარულ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაზე.