ცესკოს კომისიამ საიას, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა” და „ძლიერი საქართველოს საჩივრები არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიები 73-ვე საარჩევნო ოლქის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, საჩივრები უსაფუძვლოა, რადგან არავითარი რეალური ფაქტი წარმოდგენილი არ ყოფილა. ცესკოში გამართული სხდომა მთელი დღის განმვალობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ კომისიამ დარბაზიდან ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა გააძევა. ოპოზიცია ცესკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.