უწყვეტი და პერმანენტული საპროტესტო აქციები, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ მტკიცებულებების შეგროვება და საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაცია - ჩამოთვლილი პუნქტები ოპოზიციის სამოქმედო გეგმის ნაწილია. ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ახალი არჩევნების დანიშვნისთვის ყველა მექანიზმის გამოყენებას გეგმავენ. უახლოეს მომავალში ოპოზიცია კარვების აქციასაც აანონსებს. ოპოზიციის ქმედებებს ეხმაურებიან მმართველ პარტიაშიც. მათი თქმით, ოპონენტებს ქვეყანაში რადიკალური ცვლილებების გამოწვევის რესურსი არ გააჩნიათ. ცარო კირვალიძე განაგრძობს თემაზე საუბარს.