პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციის ქალაქ კვეტის რკინიგზის სადგურზე მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 40-ზე მეტი პირი. ადგილობრივი პოლიციის ვარაუდით, თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო ბელუჯების გათვისუფლების არმიამ, სეპარატისტულმა სამხედრო დაჯგუფებამ, რომელსაც ბელუჯისტანის რეგიონის პაკისტანისგან დამოუკიდებლობა სურს.