რუსული მხარე მზად არის, მოუსმინოს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინადადებებს უკრაინაში სიტუაციის დარეგულირებასთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ , სერგეი რიაბკოვმა „ინტერფაქსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ამ პრობლემის მარტივი გადაწყვეტა შეუძლებელია. შეკითხვაზე, მზად არის თუ არა მოსკოვი, მოუსმინოს ტრამპის წინადადებებს, რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსული მხარე ყურადღებით ეკიდება ნებისმიერ იდეას, რომელსაც ქვეყნები ამ სფეროში სთავაზობენ.მინისტრის მოადგილის თქმით, დეკლარაციები, განცხადებები, დაპირებები და სიგნალები მნიშვნელოვანია. როგორც მან აღნიშნა, რუსული მხარე შეფასებებს ამერიკის მომავალი ადმინისტრაციის კონკრეტული საქმეების მიხედვით გააკეთებს.