საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიცური პარტიების წევრები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბარი 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს შეეხებოდა. შეხვედრაზე, რომელსაც 6 ოპოზიციური პარტიის წევრები ესწრებოდნენ „ენემოს, აირაის“, ენდიაის, და ოდირის , წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, 2263 უბანზე ხმის მიცემის ფარულობა დარღვეული იყო. ისინი ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ხელმოწერილი ქვითრების გახსნას ითხოვენ. შესაძლო დარღვევების შესახებ მიწოდებული მტკიცებულებებისა და ვიდეომასალის საპასუხოდ, მომზადებულ ანგარიშს ოპოზიცია უცხოელი დამკვირვებლებისგან დაახლოებით 2 თვეში ელოდება.