1. საქართველოში დაგეგმილი ევროპელი ლიდერების ვიზიტი და ევროპის საბჭოში 18 ნოემბერს დაგეგმილი სხდომა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შესახებ - საქართველო საერთაშორისო ყურადღების ეპიცენტრშია. ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები თბილისს 11 ნოემბერს ეწვევიან. საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო იმედგაცრუებას ვერ მალავენ და ქართულ ოცნებას ადამიანის უფლებების შემლახავი კანონების გაწვევისკენ მოუწოდებენ. როგორ ხვდებიან ევროპელი ლიდერების კრიტიკულ გზავნილებს ქართველი პოლიტიკური აქტორები? მაგდა ბლუაშვილს ვუთმობთ ეთერს.