არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე საქართველოს პროკურატურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოკითხვაზე დაბარებას განაგრძობს. ნათია მეზვირშვილის, მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძის შემდგომ საგამოძიებო უწყებამ გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე დაიბარა. თინა ბოკუჩავა საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს; პროკურატურის მხრიდან აღნიშნული საქმის გამოძიებას „აბსურდს“ უწოდებს და გამოძიებას საერთაშორისო აქტორების ჩართულობით მოითხოვს.