ზელენსკისა და ტრამპს შორის დიალოგი უკვე აწყობილია, დაიწყება შეხვედრის მომზადება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ კიევში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“განიხილებოდა შესაძლო სამომავლო კონტაქტები ლიდერების დონეზე. როგორც აქამდე შეგატყობინეთ, შეთანხმებულ იქნა, რომ გუნდები დაიწყებდნენ პრაქტიკულ მოსამზადებელ სამუშაოს ასეთი შეხვედრის ორგანიზებისთვის", - განაცხადა სიბიგამ.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან, მასა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის ასე სწრაფად ჩატარება (6 ნოემბერს) უკვე არსებული კონტაქტის პირდაპირი მტკიცებულებაა.