მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან" და „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ წამოსული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანდნენ.
მსვლელობის მონაწილეები ერთმანეთს ტაშით შეეგებნენ.
ადგილზე უკვე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და „ცვლილებებისთვის“ ლიდერები და მხარდაჭერები არიან.
გაერთიანებული მსვლელობა გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდება.
მსვლელობის მონაწილეებს მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.