პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეჩერების შემდეგ, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირის გავლით ფილარმონიის მიმართულებით გადაადგილდებიან.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია.
პარალელურად, აქციის მონაწილეები შემხვედრ მოქალაქეებს მსვლელობაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ.
მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად მსვლელობას საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება. რაც შეეხება მეორე მსვლელობას, რომელიც მეტროსადგურ " უნივერსიტეტიდან" დაიძრა, ისინი სუს-ის შენობის წინ შეჩერდნენ.